საერთაშორისო თანამშრომლობა

1. ევროპალატა  



ევროპალატა დაარსდა 1958 წელს და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში. მასში გაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ნაციონალური პალატები. წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს: 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას. მათგან 93 % მცირე და საშუალო საწარმოებია.

რეგულარული კონსულტაციების საფუძველზე, ევროპალატა წარმოადგენს ბიზნესის ინტერესებს ევროპულ ინსტიტუტებში. ევროპალატა მართავს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომელთა ბენეფიციარები არიან როგორც პალატები, ისე ბიზნეს საზოგადოება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმეტესი  პროექტების მიზანია  საქმიანი ურთიერთობების მხარდაჭერა ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის და მეწარმეობის ხელშეწყობა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ევროპალატის წევრი 2000 წლიდან და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სარგებლობს აფილირებული წევრის სტატუსით. 
2015 წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროპალატის   გენერალური ასამბლეაზე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი  არჩეულ იქნა ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ეროვნული კოორდინატორი ევროპალატის პროექტისა „East Invest“.


2.  აზია წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაცია


აზია წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაცია არის ზიისა და დასავლეთ წყნარი ოკეანეთის ქვეყნების ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ასოციაციებისა და ბიზნეს სუბიექტების რეგიონული გაერთიანება. ის გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ბიზნესის მხარდაჭერას რეგიონში, რეგიონული ბიზნეს კავშირების გაძლიერებას, რეგიონის ეკონომიკურ ზრდას.  იგი დაარსდა 1966 წელს. ამჟამად მას ჰყავს 28 მუდმივი წევრი 26 ქვეყნიდან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) წევრი.

2014 წლის 17 სექტემბერს, ქ. კუალა ლუმპურში, CACCI -ს საბჭოს 83-ე შეხვედრაზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ჯემალ ინაიშვილი არჩეულ იქნა CACCI-ს პრეზიდენტად.


3. საერთაშორისო სავაჭრო პალატა




საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) წარმოადგენს კომპანიების ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი აერთიანებს ასიათასობით წევრ კომპანიას და ასოციაციას 120-ზე მეტი ქვეყნიდან.
ICC საშუალებას აძლევს ბიზნესსა და მის მხარდამჭერ ორგანიზაციებს  შეისწავლონ და უკეთესად გაიგონ  მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მთავარი ცვლილებების არსი და მნიშვნელობა.
ICC-ის საქმიანობა მთლიანად მიმართულია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობისკენ. ეს ორგანიზაცია ორიენტირებულია გაუადვილოს კომპანიებს საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი. 


4.   აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის  პალატა



აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა  2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. მასში გაერთიანებულნი არიან  36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები. საჯაროობის, ინკლუზიურობის, განვითარებისა და გლობალიზაციის კონცეფციიის  გათვალისწინებით, SRCIC-ში შეიქმნა  თანასწორი, ეფექტური და პრაგმატული თანამშრომლობის მექანიზმი და სერვისის პლატფორმა. იგი ფოკუსირებულია “ერთი სარტყელი და ერთი გზა” სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე.
 
ჰქმნის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ მოდელსა და ახალ პლატფორმას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC-ს წევრი  2016 წლის აპრილში გახდა, როდესაც თბილისს  საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ეწვია. 2016 წლის 5 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ პალატას შორის. ამასთანავე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი არჩეულ იქნა საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიცე-პრეზიდენტად.


ვალუტის კურსი

USD
2.4513
Eur
2.6484
GBP
3.0609
კონტაქტი