საერთო კრება

 
საერთო კრება
საერთო კრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი ორგანოა. ის  პალატის ლეგიტიმაციის მთავარი წყაროა და მასში საქართველოს ყველა ადმინისტრაციული რაიონის წარმომადგენლობაა ჩართული.  საერთო კრების დელეგატები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად ირჩევიან.   კრება შედგება  თითოეული რაიონიდან 2, თვითმმართველი ქალაქიდან 4 და დედაქალაქიდან  10 დელეგატისგან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა  და ცხინვალის რეგიონი  საერთო კრებაზე   ორ-ორი დელეგატითარიან წარმოდგენილნი. 

დელეგატად არჩეულად  ითვლება ის პირი, რომელიც პირველი წარმოადგენს არანაკლებ 10 მეწარმე სუბიექტის ხელმოწერას. საერთო კრების დელეგატები აირჩევიან 4 წლის ვადით.

საერთო კრების უფლებამოსილება:
ამტკიცებს პალატის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;
ირჩევს პრეზიდენტს ღია  კენჭისყრით - დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით. პრეზიდენტი ირჩევა 4 წლის ვადით. 
ისმენს და ამტკიცებს საბჭოს ანგარიშს საქმიანობის შესახებ;
განიხილავს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ წინადადებებს, საკითხებსა და პრობლემებს. 


პალატის საბჭო
საბჭო   საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებსა და სტრატეგიაზე. კანონის თანახმად, ყველა მოქმედ ბიზნეს ასოციაციას შეუძლია წარმოდგენილი იყოს  პალატის საბჭოში.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან  სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლები და  პალატის პრეზიდენტი. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს მოწყობის პრინციპი უზრუნველყოფს პალატის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაში საქართველოს  ბიზნეს სექტორის ჩართულობას. შესაბამისად, იგი არის კოორდინაციისა და დიალოგის ეფექტური პლატფორმა. პალატის საბჭოში ამჟამად წარმოადგენილია 36 სხვა და სხვა ბიზნეს-გაერთიანება და სექტორული ასოციაცია.

პალატის საბჭოს თავმჯდომარე:
ნინო ჩიქოვანი;


პალატის საბჭოს წევრები:
სავაჭრო-სამრეწველო პალატა
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
საქართველოს ბანკების ასოციაცია
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია
ამერიკის სავაჭრო პალატა
საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანება “ქართული ფუტკარი“
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია
ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდი
ასოციაცია „ქართული ღვინო“
საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი
საქართველო პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია
საქართველოს ცემენტის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოს გიდების ასოციაცია
მიკროსაფინანსო  ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის ასოციაცია
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაცია
საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საბჭო
საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს ხარისხის ასოციაცია
ტრეინინგებისა და განვითარების ასოციაცია
უძრავი ქონების რეალტორთა ასოციაცია
ბიზნეს სამართლის ასოციაცია
ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
იურიდიულ ფირმათა ასოციაცია
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია 
საერთაშორისო ასოციაცია "ქალი და ბიზნესი“
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია
კახური ღვინის გილდია
მეწარმე ქალთა საბჭო

ვალუტის კურსი

USD
2.3885
Eur
2.7950
GBP
3.0747
კონტაქტი