სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა აბაშაში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა

2018  წლის 29 ივნისს, ქალაქ  აბაშაში გაიმართა ტრეინინგი: „სამრეწველო საფუტკრე მეურნეობის მოწყობა“. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები, ვეტერინარულ-სანიტარული და ჰიგიენური ღონისძიებები საფუტკრეებში, ფუტკრის მოვლის სეზონური სამუშაოები საფუტკრე მეურნეობაში, მოთხოვნები ნატურალური თაფლის წარმოებაზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო  სამეგრელოს რეგიონის 20-მდე  მცირე და საშუალო მეწარმემ მეფუტკრეობის სექტორიდან. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა ედუარდ მელია - ასოციაცია „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“  თავმჯდომარე.

29.06.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი