მენეჯმენტი

პრეზიდენტი

ნინო ჩიქოვანი
ელ.ფოსტა:president@gcci.ge

2015 წელს მე ამირჩიეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად. იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელად, სადაც უკვე 12 წელია ვმუშაობ. ეს უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთანავე შესაძლებლობაც- განვავრცოთ არსებული მიმართულებები და წამოვიწყოთ ახალი პროექტები და პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ  ბიზნესის განვითარებას საქართველოში. 

ქვეყანაში ბიზნესის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. მაგალითად: კონკურენტუნარიანობის მიღწევა საერთაშორისო ბაზარზე, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბაზრების მოძიება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მენეჯმენტში და ა.შ. ამ გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშემწყობი ძლიერი ორგანიზაციების როლი და მათ მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული სერვისები. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, როგორც ქართული ბიზნესის ხელშემწყობი და პარტნიორი ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტია ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა, რომლებითაც  კომპანიები ისარგებლებენ. 

ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას  საერთაშორისო ასპარეზზე, რათა ქართულ კომპანიებს ხელი შევუწყოთ უცხოელ პარტნიორებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების დამყარებაში. პალატა დამატებით ტექნიკურ ცვლილებებს განახორციელებს, რათა გაამარტივოს წვდომა საკუთარ სერვისებზე  - განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. 

ჩვენ განვაგრძობთ ფოკუსირებას განათლებაზე, კერძოდ სამეწარმეო სწავლებაზე და ასევე პროფესიულ გადამზადებაზე. 

გარდა ამისა, 2017 წელს პალატა გეგმავს აქტიურად მიაწოდოს ინფორმაცია ქართველ ბიზნესმენებს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ - ბიზნესსა და ეკონომიკაში,  ასევე დანერგოს  მეწარმეთა  მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკა. 









                                                                                                                  

ვიცე პრეზიდენტი

გაგრძელება

გენერალური დირექტორი

გაგრძელება

გენერალური დირექტორის მოადგილე

გაგრძელება

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი

გაგრძელება

მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

გაგრძელება

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი

გაგრძელება

მთავარი იურისტი

გაგრძელება

ვალუტის კურსი

USD
2.4351
Eur
3.0125
GBP
3.4630
კონტაქტი