სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა სემინარი თემაზე „ჰონკ-კონგში არსებული პოტენციალი ღვინის ვაჭრობასა და ლოჯისტიკაში“.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC)   ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი თბილისში“ გაიმართა სემინარი თემაზე  „ჰონკ-კონგში არსებული პოტენციალი ღვინის ვაჭრობასა და ლოჯისტიკაში“.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ,
ღონისძიებაზე მოწვეული იქნა 50- ზე მეტი კომპანია შემდეგი სექტორებიდან:
o ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება
o საკვები პროდუქტები და ღვინო, 
o მინერალური წყალი,
o ფინანსური მომსახურება,
o ინფრასტრუქტურის განვითარება,
o სამკაულები, საათები და  მოდა.

ჰონკონგის სავაჭრო განვითარების საბჭო (HKTDC)  არის ჰონგ-კონგში ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია ,რომელიც დაარსდა ვაჭრობის განვითარების ხელშესაწყობად, საბჭოს მსოფლიოს მასშტაბით 50 ოფისი აქვს, აქედან 13 - ჩინეთში.HKTDC აწყობს საერთაშორისო გამოფენებს, კონფერენციებსა და ბიზნეს მისიებს, რათა შექმნან ბიზნეს შესაძლებლობები კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისთვის, მატერიკსა და საერთაშორისო ბაზრებზე. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ჰონგ-კონგის ბიზნეს პლატფორმის საშუალებით ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ქართული კომპანიებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება სავაჭრო შესაძლებლობასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის .

ვალუტის კურსი

USD
2.9701
Eur
3.2725
GBP
3.7631
კონტაქტი