სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ „დეიკს“(DEIK) ბიზნეს დელეგაციის თანხლებით უმასპინძლა.

20 აგვისტოს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ „დეიკს“(DEIK) ბიზნეს დელეგაციის თანხლებით უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. ასევე, სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობა და წარმოების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტის ზრდას.
გარდა ამისა, სტუმრები დაინტერესებულნი არიან ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდით თურქეთში.
ორმხრივი დიალოგისას გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის სექტორებიც, მათ შორის სოფლის მეურნეობა.
პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ  „დეიკის“(DEIK) წარმომადგენლობას გააცნო პალატის სამომავლო გეგმები და ახალი სტრატეგიული მიმართულებები.

ვალუტის კურსი

USD
2.9709
Eur
3.2632
GBP
3.6940
კონტაქტი