სიახლეები

პალატას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქათველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალ პრეზიდენტი გიორგი პერტაია გახდა. პალატის საბჭოს მიერ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით წარდგენილი კანდიდატი საერთო კრებამ აირჩია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აერთო კრებაში წარმოდგენილნი არიან დელეგატები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან, თვითმმართველი ქალაქებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან.

გიორგი პერტაია 2011-2012 წლებში ბიზნესომბუცმენის თანამდებობას იკაავებდა, 2012 წლის ივლისიდან 2016 წლამდე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად მუშაობდა.

პერტაიამ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებდა.

4.07.2019

ვალუტის კურსი

USD
2.8831
Eur
3.2357
GBP
3.5955
კონტაქტი