სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომელიც ინფრასტრუქტურის, ჭკვიანი ქალაქების და ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნა. 
ფორუმის იტალიელი მონაწილეები იყვნენ იტალიის საგარეო ვაჭრობის  ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), SACE-SIMEST (სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა სადაზღვევო და საფინანსო მომსახურებას ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისთვის), საინჟინრო, არქიტექტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური საკონსულტაციო ორგანიზაციათა ასოციაცია (OICE),  სამშენებლო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (ANCE), ელექტრონული და ელექტროტექნიკური კომპანიების ეროვნული ფედერაცია (ANIE) და 30-მდე წამყვანი იტალიური კომპანია. 
ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა საწარმო, სააგენტო, საჯარო თუ კერძო კომპანიამ.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი.
ღონისძიების ფარგლებშე  მოეწყო 200-ზე მეტი შეხვედრა „B2B”ფორმატში, OICE-სა და საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციას (ACEG) შორის შეთანხმების მემორანდუმისა და HIS Consulting-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის შეთანხმების მემორანდუმს  მოეწერა ხელი. 
5.07.2019

ვალუტის კურსი

USD
2.8831
Eur
3.2357
GBP
3.5955
კონტაქტი