სიახლეები

საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლეში, პროფესიული განათლების შესახებ იმსჯელებენ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პროფესიული განათლების შესახებ  შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები გააცნობენ დამსწრე პირებს პროფესიული განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი პოზიცია და მოსაზრებები. ასევე განხილული იქნება პალატის როლი პროფესიული განათლების სფეროში.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება დისკუსია/კითხვა-პასუხი დუალური პროფესიული განათლების სისტემაში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/WdZWBGtXzkRmgC139 

19/04/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9336
Eur
3.2487
GBP
3.5602
კონტაქტი