სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქართული და კვიპროსული კომპანიების წარმომადგენლებმა, მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ: სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, რომელმაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა, სს ,,საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი ნინო ჩოლოყაშვილი, რომელმაც ბიზნეს-პროექტებში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე IBCCS-ის  რეგიონალური  დირექტორი ირაკლი არჯევანიძე და IBCCS-ის აღმასრულებელი დირექტორი ცეზარ ზიენიუკი. მათი პრეზენტაციის მთავარი თემა საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკაში უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივები იყო. 

ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა, ორივე ქვეყნის 120-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ორმხრივი ბიზნეს-ინტერესების სფეროები იყო: საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება  და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვა. 

18/04/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7756
Eur
3.1001
GBP
3.5153
კონტაქტი