ფორს-მაჟორის დამოწმება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ” საქართველოს კანონისა და მისი წესდების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილ ფორს-მაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას.

 

ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისყვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ_იმპორტის აკრძალვა(ემბარგო) და სხვა.

 

რა არის საჭირო ფორს-მაჟორული გარემოებების დამოწმებისათვის

 

ფორს-მაჟორული გარემოებებისა და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი განცადების საფუძველზე. განცხადება უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი ფორს-მაჟორული გარემოების მოკლე აღწერას და დროის იმ მონაკვეთის მითითებას რომლის განმავლობაშიც მოითხოვება გარემოების დამოწმება. ამასთან, აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფორს-მაჟორული გარემოების არსებობასთან.

 

განცადებას უნდა ერთვოდეს:

 

- ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია გარემოებები, რომლის დადგომის შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, ან მითითებულია ის საერთაშორისო ხელშეკრულება (კონვენცია) - რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობისაგან განთავისულების პირობებს და ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დაამოწმოს ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის ფაქტი;

- ყველა ის დოკუმეტი, რომელშიც ასახულია ფორს-მაჟორული გარემოების გამომწვევი მიზეზები, ასევე, ზიანის რაოდენობა და მისი მიზეზობრივი კავშირი ფორს-მაჟორულ გარემოებებთან. 

 

საქმისწარმოება

 

განცდახება და შესაბამისი დოკუმენტების განხილვა ხორციელდება დაინტერესებული პირის მომარვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადასტურებს ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის ფაქტს ან დასაბუთებულ უარს ამბობს დადასტურებაზე.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი საბუთების წარმოდგენა, თვითონ გამოიხმოს საჭირო დოკუმენტაცია შესაბამისი ორგანოებისგან ან დანიშნოს ექსპერტიზა, რომლის შედეგად საქმისწარმოების ვადა გაიზრდება აღნიშნული მოქმედებების განხორციელებამდე.

 

მომსახურების ღირებულება

 

ფორს-მაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმების მომსახურების ღირებულება შეადგენს 500 ლარს.