22–24 აპრილი, 2012 წელი, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი

 

გაცნობებთ, რომ ა.წ. 22-24 აპრილს, საქართველოს ეწვევა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის ბ-ნი მილან სტეჩის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან  ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები.  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით ა.წ. 23 აპრილს, საქართველოში  ჩეხეთის რესპუბლიკის  პარლამენტის სენატის თავმჯდომარის ბ-ნი მილან სტეჩის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები, ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ჩეხ ბიზნესმენებს შორის.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმში სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ა.წ. 12 აპრილამდე. ტელ: 2 724546; 2723181; ფაქსი: 2723190; ელ.ფოსტა: info@gcci.ge