12 მარტი, 2012 წელი, საფეიქრო ინდუსტრიის კონფერენცია
ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და სავაჭრო-სამრეწველო პალატა განაგრძობენ თანამშრომლობას საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერისა და ქვეყანაში ინვესტიციების წახალისების მიზნით. მათი პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია ბიზნესსექტორთან სექტორული შეხვედრების მოწყობაა, რათა სწორად განისაზღვროს კომპანიების მოთხოვნილებები, მოხდეს მათი ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ბიზნეს პარტნიორების მოძიებაში, საექსპორტო პროცედურებსა თუ ინვესტორების დაინტერესებაში.
ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ, გაიმართა კონფერენცია საფეიქრო ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან. შეხვერდებზე განიხილეს ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ექსპორტის გაზრდის მიმართულებით, განიხილეს სექტორში ახალი ინვესტიციების დაბანდების შესაძლებლობები. ქართულ საფეიქრო მრწეველობაში გერმანული ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობა განიხილა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიაში სამუშაო ვიზიტის დროს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო საქართველოში მოქმედ ბიზნესმენებს ეხმარეიან მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ბიზნესფორუმებში, სადაც მათ საშუალება აქვთ მოიძიონ სასურველი ბიზნესპარტნიორები.
უახლოეს მომავალში მომავალში საინვესტიციო სააგენტოს დახმარებით დაგეგმილია ქართული ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობა სინგაპურში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ ფორუმში. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესისთვის ასევე გეგმავს სხვადასხვა სერვისების, ფორუმებსა და ტრენინგების ორგანიზებას.
