10 თებერვალი, 2012 წელი, შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანიებთან

 

2012 წლის 10 თებერვალს სასტუმროში ”რადისონ ბლუ ივერია” საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საინვესტიციო სააგენტოს მიერ გაკეთებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევის პრეზენტაცია, მსჯელობა არსებულ მდგომარეობაზე და საჭირო ღონისძიებებზე განსაკუთრებით ექსპორტის გაზრდის მიმართულებით. კერძო კომპანიების პარალელურად შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  ბიზნეს ომბუცმენის აპარატის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საპარტნიოროფონდისა და  საქპატენტის წარმომადგენლები.

ორგანიზატორებმა კომპანიებს გააცნეს კვლევის მიზანი და ის ძირითადი ციფრები რაც მიუთითებს ქართული ფარმაცევტული ბაზრის სწრაფ განვითარებაზე. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება გაიზარდა 46 პროცენტით, ხოლო ექსპორტის ზრდამ შეადგინა 51 პროცენტი. საქართველო უკვე ახდენს პროდუქციის ექსპორტირებას 35 ქვეყანაში, 2011 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 87.1 მნლ აშშ დოლარი.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, განიხილეს ექსპორტის კუთხით არსებული სირთულეები და მათი გადაჭრის გზები. ისაუბრეს ხარისხის მასერტიფიცირებელი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე იმისათვის, რომ საქართველოში გაიცეს GMP სერტიფიკატი.