28 ოქტომბერი, 2011 წელი, ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი!


დაინტერესებულ ფირმებს და ორგანიზაციებს

გაცნობებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ა.წ. 28 ოქტომბერს  გაიმართება ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის სერგეი ტიგიპკოს და უკრაინის მთავრობის წევრების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

უკრაინული მხრიდან წარმოადგენილი იქნება  შემდეგი  სექტორები: სოფლის მეურნეობა, საფინანსო, ტელეკომუნიკაცია და ტურიზმი. მათი მიზანია საქართველოში ბიზნეს პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან შესაბამისი სექტორების მიხედვით.

ფორუმს გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

გთხოვთ მობრძანდეთ ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმზე მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 15:30 საათზე. მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი #1,  სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“.

გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი მონაწილეობის შესახებ  25 ოქტომბრამდე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საკონტაქტო პირი: მაია ჭეიშვილი, ტელ: 2 724546; 2 457568;ფაქსი: 2723190; ელ.ფოსტა: info@gcci.gecheishvili@gcci.ge