ექსპორტის დახმარება
თქვენ გადაწყვიტეთ პროდუქციის ექსპორტი?
1. რა ტიპის პროდუუქციის ეხპორტს გეგმავთ?
- დარწმუნდით რომ არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ან დამატებითი მოთხოვნა თქვენი პროდუქციის ექსპორტზე.
2. რომელ ქვეყანაში გსურთ მოახდინოთ თქვენი პროდუქციის ექსპორტი?
- დარწმუნდით რომ არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ან დამატებითი მოთხოვნა იმ ქვეყანაში სადაც თქვენ გსურთ განახორციელოთ პროდუქციის ექსპორტი.
- შეამოწმეთ აქვს თუ არა საქართველოს სპეციალური სავაჭრო რეჟიმი იმ ქვეყანასთან სადაც თქვენ გსურთ განახორციელოთ პროდუქციის ექსპორტი.
3. გჭირდებათ დამატებითი მომსახურება თქვენი პროდუქციის ექსპორტის განხორციელების მიზნით?
- დარწმუნდით გჭირდებათ თუ არა წარმოშობის სერტიფიკატის აღება? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, რა სახის სერტიფიკატია საჭირო?
- დარწმუნდით გჭირდებათ თუ არა დამცავი ჰოლოგრამა თქვენი პროდუქციის ავთენტურობის დასაცავად.
- დარწმუნდით გჭირდებათ თუ არა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ექსპორტის ქვეყნის ბაზარზე არსებული მოთხოვნების სესაბამისად.
4. გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით?
- გადაამოწმეთ საბაჟო მოთხოვნები საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე: www.rs.ge
ასევე, თანდართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ექსპორტისა და იმპორტის შესახებ.
