სასაქონლო ექსპერტიზა

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების მომართვით და  სამართალდამცავი ორგანოების დადგენილებების საფუძველზე, ხორციელდება  საექსპერტო საქმიანობა. საექსპერტო სამუშაოებზე გაიცემა ობიექტურიდა დასაბუთებულიექსპერტიზის აქტებიდა დასკვნები, რომლებიც  წარმოადგენს ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს  პრეტენზიის წარსადგენად  შემდგომი ანგარიშსწორების საწარმოებლად,ხოლო მხარეთა უთანხმოების შემთხვევაში დავის გადაწყვეტისას საარბიტრაჟო და  სამართალდამცავ ორგანოებში.

 

საექსპერტო საქმიანობა ხორციელდება დამკვეთის განაცხადის საფუძველზე. განაცხადში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქონლის დასახელება, რაოდენობა, ადგილმდებარეობა, ექსპერტიზის ამოცანა,წარმოდგენილი დოკუმენტების სიადა პასუხისმგებლობა მათ სისწორეზე.  საექსპერტო მომსახურებას ახორციელებენ კვალიფიციური სპეციალისტები ხარისხიანად და ოპერატიულად. შესაძლებელია მომსახურება დაჩქარებული წესით არასამუშაო დროს, უქმე და დასვენების დღეებში.

 

შპს “საქექსპერტიზა” ასრულებს შემდეგი სახის სამუშაოებს:

 

1. სასაქონლო ექსპერტიზა

2. საინჟინრო და სამშენებლო  ტექნიკური ექსპერტიზა

3. მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება

4. დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერისა და ხელმოწერის ექსპერტიზა

5. სამეურნეო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ექსპერტიზა.

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: expertise@gcci.ge