პალატის აკადემია

პალატა მიზნად ისახავს პილოტური  პროექტის  განხორციელებას,  რომელიც  დაეფუძნება  ერთისმხრივ საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას და  მეორეს მხრივ სამთავრობო   კომისიის მიერ უკვე დადებულ რეზულტატებს. კერძოდ, დაგეგმილია პალატის პროფესიული განათლების ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს:

 

  • პროფესიული სპეციალობის სწავლების კურიკულუმისა და სტანდარტების შექმნას პალატაში (ბიზნესმენების მონაწილეობით);
  • პროფესიული სპეციალობების კურსდამთავრებულთათვის პალატაში საგამოცდო სისტემის შექმნას;
  • პროფესიული სწავლების ინტეგრაციას უმაღლესი განათლების სისტემაში (სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში);
  • პროფესიული სწავლების დიპლომირებას ბიზნესმენთა ჯგუფის მიერ შექმნილი სასწავლო ცენტრების ბაზაზე;
  • არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარების საგამოცდო სისტემის შექმნას პალატაში;
  • კერძო სექტორში დასაქმების ბაზრის სრულფასოვანი კველვის დანერგვასა და შესაბამისი განახლებადი ბაზის ფორმირებას პალატაში;