კონსულტაციები

პალატის საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს პროექტებს შემდეგი სექტორების მიხედვით: დაფინანსება და საბანკო სექტორი, ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, წყალ–მომარაგება, ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა, უძრავი ქონება, წარმოება და სხვ.


საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით პალატა სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების სტრატეგიების შემუშავებას, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გამოვლენას და ფინანსური რესურსების მოზიდვას. შესაბამისი მომსახურება მოიცავს: 1) ფინანსურ ანალიზს და პროგნოზს, 2) ბიზნეს გეგმის შემუშავებას, 3) დაფინანსების ნებადართული წყაროების გამოვლენას, 4) დაფინანსების მოპოვების მიზნით აპლიკაციის მომზადებასა და წარდგენას, 5) აპლიკაციის განხილვის პროცედურის მონიტორინგს.
ჩვენი საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის მიზნით გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე consulting@gcci.ge შემდეგი ინფორმაციით:

  • კომპანიის პროფილი:
  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საიდენტიფიკაციო კოდი
  • კომპანიის სიდიდე - დასაქმებულთა რაოდენობა: 25 თანამშრომელზე ნაკლები, 25-დან 100 თანამშრომლამდე, 100 თანამშრომელზე მეტი
  • საქმიანობის სფერო
  • სასურველი საკონსულტაციო მომსახურების ტიპი
  • პროექტის/ბიზნეს ინიციატივის მოკლე აღწერა