არბიტრაჟი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გთავაზობთ დავების გადაწყვეტის სამართლიან, სწრაფ და ხელმისაწვდომ სერვისს პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს სახით.
ეკონომიკური დავები, კორპორაციებს შორის დავები, მოქალაქეებს შორის დავები, კორპორაციებსა და კლიენტებს შორის და პირიქით, ნებისმიერი ტიპის დავა გარდა სისხლის სამართლისა და სახელმწიფოსთან დავებისა წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის სფეროს.
თუ თქვენმა მევალემ დაგიგვიანათ თანხის დაბრუნება, თუ თქვენ თვლით, რომ არ მიიღეთ კუთვნილი სქონელი ან მომსახურება, თუ დაირღვა თქვენი კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები და პირობები - სამართლიანობის აღსადგენად პალატის არბიტრაჟი ყველაზე მოსახერხებელი ინსტრუმენტია.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის საჭიროა საჩივრის შემოტანა, რომელზეც უნდა იყოს ასახული ორი მხარის სრული მონაცემები, ასევე მათი დავის საგანი და ყველა არსებული დოკუმენტაცია რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ საქმესთან. საჩივრის მიღებისთანავე ხდება საქმის პროცედურული განხილვა, რომელსაც ახდენს არბიტრი. ქვემოთ წარმოდგენილია პროცედურები და საჩივრის ფორმა.
პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს პროცედურები
- საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის საჭიროა შეავსოთ საჩივრის ფორმა.
- საჩივარი უნდა იქნეს დადასტურებული თქვენს მიერ (ხელმოწერა) და მოტანილი/გამოგზავნილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს მისამართია: ქ. თბილის, ბერძნის ქუჩა #29, 0114
- საჩივარს თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც არსებობს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
- საჩივირს მიღების შემდგომ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო ატყობინებს მოპასუხე მხარეს დავის წარმოების შესახებ.
- მოპასუხის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადისა, სასამართლო ნიშნავს განხილვის დღეს.
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 30 დღის ვადაში.
ამჟამად მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავების წარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვა და ამ სისტემით სარგებლობა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: arbitrage@gcci.ge
