ბიზნეს პორტალი | სერთიფიკატები

სერვისის მიღების სქემატური აღწერა
პალატის მიერ გაიცემა შემდეგი სახეობის წარმოშობის სერთიფიკატები:
- არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერთიფიკატი
- პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი – ფორმა CT 1 (დსთ)
- პრეფერენციული წარმოშობის GSP სერთიფიკატი - ფორმა A
- EUR.1
არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერთიფიკატი გაიცემა ყველა იმ ქვეყანაში ექსპორტირებულ საქონელზე, სადაც არ მოქმედებს პრეფერენცია ამა თუ იმ საქონელზე. იგი, უმეტეს შემთხვევაში, გაიცემა (მოწმდება) სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ. ამ დოკუმენტში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
- ექსპორტიორი
- ტვირთის მიმღები
- საქონლის წარმოშობა
- საქონლის აღწერა
- რაოდენობა
- ტრანსპორტირების მარშრუტი
- გამცემი (დამმოწმებელი) ორგანო
პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი – ფორმა CT 1 გაიცემა საქონლის დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის დროს. დსთ-ს ქვეყნებში ამ ტიპის სერთიფიკატს გასცემენ სავაჭრო-სამრეწველო პალატები. ისევე როგორც არაპრეფერენციულში, ამ დოკუმენტშიც მითითებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ექსპორტიორი
- ტვირთის მიმღები
- საქონლის წარმოშობა
- საქონლის აღწერა
- რაოდენობა
- ტრანსპორტირების მარშრუტი
- გამცემი (დამმოწმებელი) ორგანო
პრეფერენციული წარმოშობის GSP სერთიფიკატი - ფორმა A გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის ისეთ ქვეყნებში ექსპორტირების დროს, რომლებშიც მოქმედებს “პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის” (GSP ) რეჟიმი. ამ ტიპის სერთიფიკატში მითითებულია იგივე მონაცემები, რაც სხვა ტიპის სერთიფიკატებში:
- ექსპორტიორი
- ტვირთის მიმღები
- საქონლის წარმოშობა
- საქონლის აღწერა
- რაოდენობა
- ტრანსპორტირების მარშრუტი
- გამცემი (დამმოწმებელი) ორგანო
EUR 1 ე.წ. “გადაადგილების სერთიფიკატი”, გამოიყენება ევროკავშირსა და იმ ქვეყნებს შორის ვაჭრობის დროს, რომლებთანაც ევროკავშირს გაფორმებული აქვს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოში საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი EUR 1 გაიცემა “საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად. ამ ტიპის სერთიფიკატში მითითებულია იგივე მონაცემები, რაც სხვა ტიპის სერთიფიკატებში:
- ექსპორტიორი
- ტვირთის მიმღები
- საქონლის წარმოშობა
- საქონლის აღწერა
- რაოდენობა
- ტრანსპორტირების მარშრუტი
- გამცემი (დამმოწმებელი) ორგანო
ATA წიგნაკი
ATA წიგნაკი არის საერთაშორისოდ აღიარებული საბაჟო დომუნეტი, რომელიც რეგულირდება სტამბულის კონვენციით და ითვალისწინებს სამი კატეგორიის საქონლის უბაჟო და გადასახადებიდან გათავისუფლებულ დროებით იმპორტს:
- სავაჭრო ბაზრობებზე, გამოფენებზე და შოუებზე გამოსაყენებელი და წარმოსადგენი საქონელი
- სარეკლამო ნიმუშები
- პროფესიული აღჭურვილობა
ATA წიგნაკი არის გლობალური საბაჟო დოკუმენტი, ე.წ. საქონლისპასპორტი, რომელიც თავიდან გაცილებთ ვრცელ საბაჟო პროცედურებს და ხსნის ყოველგვარ გადასახადებს. აღარ არის საჭირო დროებითი იმპორტის ობლიგაციების შეძენა, რომელიც როგორც წესი საჭიროა ქვეყანაში საქონლის შეტანის დროს. ATA წიგნაკის მეშვეობით შესაძლებელია საქონლის იმპორტი ერთ წლამდე ვადით. დოკუმენტში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
- Ata წიგნაკის მფლობელი
- კომპანიის წარმომადგენელი
- საქონლის დანიშნულება
- დანიშნულების ქვეყანა
- გამცემი ორგანო
- ATA წიგნაკის მოქმედების ვადა
- საქონლის ჩამონათვალი
ხარისხის სერთიფიკატი
შტრიხ-კოდები
ოცდაათ წელზე მეტია, რაც შტრიხ-კოდების საიდენტიფიკაციო სისტემა GS1 მომხმარებლებს დიდ უპირატესობებს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. GS1 სისტემის მიხედვით შესაძლებელია რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის შტრიხ-კოდის გამოყენება GS1 წევრების მიერ გაკეთებული განაცხადების მიხედვით. რადგან შტრიხ-კოდები ერთმანეთისაგან განსხვავდება, GS1 სისტემის საშუალებით აირჩევა ის კოდი, რომელიც უფრო შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს. GS1 სისტემის ფარგლებში გამოიყენება შემდეგი ტიპის შტრიხ-კოდები: EAN/UPC, GS1 DataBar, GS1-128, ITF-14, GS1 DataMatrix და Composite Component. შტრიხ-კოდებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი ბმულით: http://www.gs1ge.org
შტრიხ-კოდის ასაღებად გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე info@gs1ge.org შემდეგი ინფორმაციით:
1) სასურველი შტრიხ-კოდის ტიპი
2) თქვენი კომპანიის დასახელება
3) საიდენტიფიკაციო კოდი
4) კომპანიის სიდიდე - დასაქმებულთა რაოდენობა: 25 თანამშრომელზე ნაკლები, 25-დან 100 თანამშრომლამდე, 100 თანამშრომელზე მეტი
5) საქმიანობის სფერო.
დამცავი ჰოლოგრამები
დამცავი ჰოლოგრამების დანიშნულებაა მწარმოებლების და მომხმარებლების უზრუნველყოფა უმაღლესი დონის დაცვის მქონე პროდუქტებით და შეფუთვით.
დამცავი და საინდეტიფიკაციო მისაწებებელი ჰოლოგრამები გახსნის მაკონტროლებელი ელემენტებით უზრუნველყოფენ პროდუქტის გაყალბებისაგან დაცვის გარანტიას. უახლესი ტექნოლოგიების და დანადგარების გამოყენებით, ჩვენ შევქმენით ისეთი ჰოლოგრამები, რომლებიც პროდუქტების ან დოკუმენტების გაყალბებას შეუძლებელს გახდის.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჰოლოგრამები წარმოადგენენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის აუთენტურობის ყველაზე საიმედო საშუალებას. პროდუქცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დამცავი ჰოლოგრამებით საერთაშორისო ბაზარზე უმაღლეს რეპუტაციას დაიმსახურებს და მსოფლიო აღიარებას მიაღწევს.
დამცავი ჰოლოგრამის ასაღებად გთხოვთ მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე holograms@gcci.ge შემდეგი ინფორმაციით:
– სასურველი ჰოლოგრამის ტიპი
– თქვენი კომპანიის დასახელება
– საიდენტიფიკაციო კოდი
– კომპანიის სიდიდე - დასაქმებულთა რაოდენობა: 25 თანამშრომელზე ნაკლები, 25-დან 100 თანამშრომლამდე, 100 თანამშრომელზე მეტი
– საქმიანობის სფერო.
