24–25 აპრილი 2012 წელი, საინვესტიციო ფორუმები ყატარში და დუბაიში

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით იგეგმება საინვესტიციო ფორუმების ჩატარება ყატარსა და დუბაიში, ა.წ. 24 და 25 აპრილს. ფორუმების ფარგლებში ორივე ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის შესახებ.  ღონისძიების მიზანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებას შორის.

ფორუმებში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე მოგვმართოთ მისამართზე: info@gcci.ge

თქვენი ინტერესების გათვალისწინებით ფორუმის  პროგრამას, მონაწილეთა   და საორგანიზაციო ხარჯების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით.