ბიზნეს-შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკაში
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იგეგმება ქართული ბიზნეს - დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, შემდეგ ქალაქებში: იზმირი, ადანა, სტამბოლი.
ვიზიტის ფარგლებში სამივე ქალაქში გაიმართება შეხვედრები თურქულ კომპანიებთან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორებს: მსუბუქი მრეწველობა, საბანკო-საფინანსო, უძრავი ქონება და სამშენებლო მასალები, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი.
ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია დაიგეგმოს შეხვედრები თქვენთვის სასურველი ბიზნეს სექტორის ან კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლებთან. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი ინტერესების შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ტელ: 2 724546; 2 457568, ელ.ფოსტა: info@gcci.ge
