18 მაისი 2012 წელი, საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი

 

მიმდინარე წლის 18 მაისს საქართველოს და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართება საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი. ფორუმი ტარდება, 17-18 მაისს ქ. კიევში დაგეგმილი საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისი კომოსიის სხდომის ფარგლებში. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენსახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საქართველოს და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლები, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები. ასევე, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორის.

ფორუმის ფარგლებში შესაძლებელია დაიგეგმოს შეხვედრები თქვენთვის სასურველი ბიზნეს სექტორის ან კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლებთან. გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი ინტერესების შესახებ უკრაინული მხარის ინფორმირების მიზნით. 

ფორუმში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე მოგვმართოთ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ა.წ. 15 აპრილამდე. ტელ: 2 724546; 2 457568, ელ.ფოსტა: info@gcci.ge