18–20 სექტემბერი, 2013 წელი, საკვებისა და სასმელის აფრიკის საერთაშორისო გამოფენა

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 18-20 სექტემბერს იოჰანესბურგში დაგეგმილია საკვებისა და სასმელების აფრიკის საერთაშორისო გამოფენა "Africa's International Food and Drinks Events (ifea)".

გამოფენის ორგანიზატორია Montgomery Africa LTD. ორგანიზატორების მოსაზრებით, აღნიშნულ ღონისძიებაზე თავს მოიყრიან ადგილობრივი და საერთაშორისო საკვებისა და სასმელის მწარმოებელი, იმპორტიორი, სადისტრიბუციო და სხვა სახის კომპანიები.

ანალოგიური გამოფენა ჩატარდა 2011 წლის მარტში, მასში მონაწილეობა მიიღო 90-ზე მეტი ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელმა. გამოფენას 23000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.ifea.co.za

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ელ. მისამართზე: info@gcci.ge