22-24 მარტი, 2012 წელი, ქ. მუმბაიში ინდოეთის საინჟინრო რესურსების მოზიდვის შოუ

2012 წლის 22-24 მარტს ქ. მუმბაიში,  საინჟინრო ექსპორტის ხელშეწყობის საბჭოს  (Engineering Export Promotion Council) ორგანიზებით, გაიმართება "ინდოეთის საინჟინრო რესურსების მოზიდვის შოუ" (India Engineering Sourcing Show).

ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია:

პროდუქტების, ტექნოლოგიების, ინოვაციების და ინდური კომპანიების საუკეთესო მიღწევების გამოფენა;

მიმწოდებლების გამოვლენა ისეთი სტრუქტურებისთვის, როგორიცაა: თავდაცვა, რკინიგზა, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა და სხვა.

საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ცოდნის გაზიარება უცხოელ და ინდოელ დელეგაციებს შორის, პიდაპირი (B2B) ბიზნეს ურთიერთობების დამყარების გზით;

საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლა;

სუფთა და ინოვაციური ტექნოლოგიების ეფექტური მეთოდების შესწავლა და სხვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ელექტრონულ მისამართზე: info@gcci.ge