29-31 მარტი, 2012 წელი, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა ჩინეთში

2012 წლის 29-31 მარტს, ჩინეთში, ძიანძუს პროვინციის ქალაქ კუნშანში დაგეგმილია საიმპორტო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა "China International Import Expo (CIE 2012)". ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია ჩინეთის საგარეო ვაჭრობის პალატა. 

გამოფენაზე სხვა ტიპის საქონელთან ერთად, წარმოდგენილი იქნება სამომხმარებლო და სასოფლო-სამეურნეო სახის პროდუქცია, მათ შორის ღვინოები.  გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრები პოტენციურ ჩინელ მყიდველებთან. გამოფენა ფართოდ გაშუქდება ჩინეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

 

დაინტერესების შემთხვევაში 29 დეკემბრის ჩათვლით, გთხოვთ დარეგისტრირდეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე მოგვმართოთ მისამართზე: info@gcci.ge