20-25 იანვარი, 2012 წელი, ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი ლიბანის რესპუბლიკაში

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 2012 წლის 20-25 იანვარს იგეგმება ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი ლიბანის  რესპუბლიკაში, ქ.ბეირუთში.

ღონისძიების მიზანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებას შორის.ვიზიტის თანაორგანიზატორიაბეირუთის და მთიანი ლიბანის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეოპალატა.

 ბიზნეს-დელეგაციის წევრი ქართული კომომპანიების ინტერესის გათვალისწინებით დაიგეგმება  ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ლიბანელ  ბიზნესმენებს შორის.

ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი მონაწილეობის შესახებ და გამოგვიგზავნოთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთანაც ისურვებდით შეხვედრას ვიზიტის ფარგლებში. ასევე შესაძლებელია მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ბიზნეს- სექტორი და ამ სფეროში მომუშავე კომპანიების მოძიება მოხდება საქართველოს და ბეირუთის  სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ. თითოეული ქართული კომპანია წინასწარ მიიღებს დაგეგმილი  შეხვედრების ინდივიდუალურ განრიგს,  შესწორებების და დამატებების შეტანის მიზნით.

გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი ინტერესების შესახებ ა.წ 5 იანვრამდე ლიბანის მხარის ინფორმირების მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე მოგვმართოთ მისამართზე: info@gcci.ge