1-7 თებერვალი, 2012 წელი, ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 2012 წლის 1-7  თებერვალს იგეგმება ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.მიუნხენში.

ღონისძიების მიზანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებას შორის. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.

გერმანული მხრიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორი და ღონისძიების თანაორგანიზატორია ბავარიის  სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელშიც გაწევრიანებულია 310 000 კომპანია. ბიზნეს-დელეგაციის წევრი ქართული კომომპანიების ინტერესის გათვალისწინებით დაიგეგმება  ორმხრივი შეხვედრები ქართველ და გერმანელ ბიზნესმენებს შორის.

ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი მონაწილეობის შესახებ და გამოგვიგზავნოთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთანაც ისურვებდით შეხვედრას ვიზიტის ფარგლებში. ასევე შესაძლებელია მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ბიზნეს- სექტორი და ამ სფეროში მომუშავე კომპანიების მოძიება მოხდება საქართველოს და ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ. თითოეული ქართული კომპანია წინასწარ მიიღებს დაგეგმილი  შეხვედრების ინდივიდუალურ განრიგს,  შესწორებების და დამატებების შეტანის მიზნით.

 გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი ინტერესების შესახებ ა.წ 10 იანვრამდე გერმანული მხარის ინფორმირების მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე მოგვმართოთ მისამართზე: info@gcci.ge