საქართველო-კორეის ბიზნესფორუმი

 

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა სულ უფრო აქტიურდება. მიმდინარე წლის 26 აპრილს თბილისი მასპინძლობს საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნესფორუმს, რომელშიც ორივე მხრიდან 100-ზე მეტი ბიზნესმენი მიიღებს მონაწილებას.

ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო „ქორთიარდ მარტიოში“ 11 საათზე გაიხსნა. შესავალი სიტყვით გამოვიდა კორეის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დონგ გეუნ ლი (Dong-Geun Lee)და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი.შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ  სპეციალური პრეზენტაცია, რომლის დროსაც მან მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკა, საფინანსო სისტემა და საქართველოში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები.

გაფორმდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სამხრეთ კორეის სავაჭრო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს  კახა ბაინდურაშვილმა და  დონგ გეუნ ლიმ.

„სამხრეთ კორეის დელეგაცია ამ მასშტაბით პირველად იმყოფება საქართველოში. მათი მიზანია, უფრო მეტი ინფორმაცია აიღონ საქართველოში ბიზნეს-გარემოს, ბიზნესის შესაძლებლობების შესახებ. მათ მაღალ დაინტერესებაზე მეტყველებს ისიც, რომ ფორუმს ძალიან ბევრი კომპანიის წარმომადგენელი ისწრება, მათ შორის, არიან ბაზრის ლიდერის კომპანიები. აქ არიან როგორც ენერგეტიკის, ისე მშენებლობის, ენერგეტიკის, საფინანსო, სამრეწველო, საინჟინრო და საინვესტიციო დარგების წამყვანი კომპანიები, რაც სწორედ პასუხობს საქართველოს მოთხოვნებს,“ - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

ფორუმის მიმდინარეობისას, ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორი გაეცნობა ერთმანეთის ბიზნეს-გარემოს. შეხვედრისას მათ მიეცემათ საშუალება დაამყარონ ბიზნეს და საქმიანი ურთიერთობები.ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და კორეის სავაჭრო პალატა.

სამხრეთ კორეა-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 26 აპრილსვე დასრულდება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნესმენთა ორმხრივი შეხვედრები და სემინარები საინვესტიციო პროექტების განვითარების მიმართულებით.