სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელების შეხვედრები დუბაიში
სპარსეთის ყურეშისავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციოსააგენტოს ხელმძღვანელების ერთობლივი შეხვედრები მიმდინარე წლის 24 აპრილს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიში გაგრძელდა.
ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად გამართულ ბიზნესფორუმზე სახელწოდებით „საქართველო - ბიზნესის შესაძლებლობა,“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა ისაუბრასაქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში არსებულ ბიზნესკლიმატზე, იმ ხელსაყრელ პირობებზე, რასაც უცხოურ კომპანიებს სთავაზობს საქართველოში მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, გატარებულ ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ რეფორმებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როგორც რეგიონის სავაჭრო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. ფორუმს, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწევლო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით და გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენბიზნესსექტორის წარმომადგენლები: სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის უძრავი ქონების სფეროებიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები მონაწილეებს შორის.
