სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელებმა დოჰაში ერთობლივი შეხვედრები გამართეს

 

„საქართველო-ბიზნესის შესაძლებლობა“ - ამ სახელწოდებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა ყატარში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ევროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.  დოჰაში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა სპეციალური პრეზენტაცია გამართა და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლითაც საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო პირობების შექმნა ინვესტორებისთვის. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ სამთვრობო ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოში ქმნიან  ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და ხელს უწყობენ ქვეყნის დინამურ და ამავე დროს, სტაბილურ განვითარებას. როგორც მან აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ინტენსიური  ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის

ევრონული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქეთევან  ბოჭორიშვილმა ადგილობრივ ბიზნესმენებს გააცნო ის დარგები, რომელიც ხელსაყრელია ინვესტირებისათვის, მათ შორისაა, ისეთი სფეროები როგორიცაა: ტურიზმი, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრები  მიმდინარე წლის 24 აპრილს დუბაიში გაგრძელდება.