საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს-შესაძლებლობებს იტალიელი ინვესტორები გაეცნობიან

 

„საქართველო - საინვესტიციო და ბიზნეს-შესაძლებლობები იტალიური კომპანიებისთვის“ - ამ სახელწოდებით იტალიაში, ქალაქებში: ვინჩენცა და რომი 11-12 აპრილს, საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატის, იტალიის რესპუბლიკაში პალატის წარმომადგენლებისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სპეციალური შეხვედრები იმართება.

ღონისძიების ფარგლებში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე გაბაშვილი შეხვედრების მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკური გარემოს, გატარებული რეფორმების, საინვესტიციო  და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებებს ესწრებიან ლაციოს რეგიონის  და რომის მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელები და წევრი კომპანიების  წარმომადგენლები.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუერთდება საერთაშორისო ორგანიზაციას "Association of Inter-professional Business Employers of the European Capital Cities". ასევე იგეგმება ქართულ-იტალიური სავაჭრო პალატის დაარსება.