საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. ვიზიტის მიზანია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორი ქვეყნის ბიზნეს-საზოგადოებას შორის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვისა და კერძო სეტორებს შორის ურთიერთობის გაზრდით დაინტერესებული აირანის მხარეც.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო და მადნეულის პალატისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ორგანიზებით,  26 თებერვალს თეირანში გაიმართა საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: წყალი მარგებელი, ლიბერთი ბანკი, რაკია საქართველო, იბერია ბიზნეს ჯგუფი, მეცხვარეთა ასოციაცია, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა, ფასტ+, იუნივერს ბიზნეს ჯგუფი, ბიელსი, ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა, დექსუსი, ორბი ჯგუფი. ქართველი ბიზნეს წრეების ინტერესებიდან გამომდინარე შედგა ორმხრივი შეხვედრები ირანის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ბინესმენებს საშუალება მიეცათ ადგილზე დაეთვალიერებინათ სამრეწველო ობიექტები.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ვიზიტებისა და ფორუმების შესახებ პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა მიმდინარე წლის 31 იანვარს ბიზნესმენებთან გამართული შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შეიმუშავა სპეციალური კალენდარი, რომელზედაც ასახულია საერთაშორისო ფორუმების შესახებ ინფორმაცია, რათა ბიზნესმა წლის განმავლობაში დეტალურად იცოდეს პალატის ორგანიზებით რა საერთაშორისო ფორუმები იმართება და სად შეუძლიათ მათმონაწილეობის მიღება.