სავაჭრო-სამრეწველო პალატის Golden წევრის სტატუსი 9 კომპანიას მიენიჭა

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სერვისების განახლების შემდეგ, მიმდინარე წლის იანვრიდან პალატის Goldenწევრისსტატუსი 9 კომპანიას მიენიჭა. შპს „დექსუსი“; შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ ; შპს „ჯიპისი“ ; „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“; სს„პოპული“; სს„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ სს„საქართველოს ბანკი“;  სს„ელმავალმშენებელი“; შპს„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - ეს ის კომპანიებია, რომლებიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისებით სარგებლობისას შეღავათებით სარგებლობენ.

პალატისGoldenსტატუსი გულისხმობს: ელ-წარმოშობის სერტიფიკატის 2 დღის შემდეგ უფასო გაცემას; საბუთების დამოწმებას 50%-ანი ფასდაკლებით; კომპანიის შესახებ უცხოელი ინვესტორების ინფორმირება 50%-იანი ფასდაკლებით;  ფორსმაჟორის დადასტურებას 20%-იანი ფასდაკლებით (რეგისტრაციიდან ერთ თვეში უფასო); პარტნიორის მოძიებას უფასოდ; პროტოკოლის საბაზო მომსახურებას 10%-ანი ფასდაკლებით; საქართველოში ბიზნეს-ფორუმებში უფასო მონაწილეობასდა სხვა. აგრეთვე: შტრიხკოდების, ჰოლოგრამების, ხარისხის სერთიფიკატის მინიჭებას; არბიტრაჟი, მთარგმნელობით მომსახურებას, სასაქონლო ექსპერტიზას და სამთავრობო შეხვედრების ორგანიზებას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Goldenსტატუსის მქონე კომპანიებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

Golden წევრისსტატუსის მისაღებად კომპანიამ უნდა მიმართოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან პალატის ორგანიზებით უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, საზღვარგარეთ. კერძოდ: საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის და ქვეყნის მიმართ ინვესტორთაინ ტერესების გაზრდის მიზნით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ლიბანის რესპუბლიკასა და გერმანიაში. გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. რამდენიმე კომპანია უკვე დაინტერესდა ქართული ბაზრით, მათ შორის, ისეთი ცნობილი ბრენდები როგორებიცაა:  Roeckl (ქართული ტყავის რეალიზაციის მიზნით) და გერმანული ტანსაცმლის ქსელი MarcO Polo, New Yorker(ქართული შალის რეალიზაციისთვის და ჩვენს ბაზარზე შემოსვლისთვის). ლიბანური კომპანიები კი უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში ენერგეტიკულ და სამშენებლო სექტორებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით. ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, იანვარში გაიმართა შეხვედრა მთავრობის წევრებთან, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნესის 170-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 

სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gcci.ge