2012 წელი ქართული ბიზნესისთვის

 სასტუმროში „Radisson Blu Iveria“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა: „ეკონომიკური პერსპექტივები და პალატა 2012 წელს,“ რომელზედაც მოწვეული იყო  საქართველოში მოქმედი ბიზნესის 170-ზე მეტი  წარმომადგენელი.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძე, ისაუბრა  2012 წლის ფისკალური და საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილმა დეტალურად ისაუბრებრა სავაჭრო პალატის პრიორიტეტებზე, 2012 წლის სიახლეებზე, მათ შორის, განახლებულ  სერვისებზე, მიმდინარე წელს ბიზნესისთვის დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმებსა და ტრენინგებზე, პარტნიორ სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგებზე, ასევე საქართველოსა და საზღვარგარეთ პალატის წარმომადგენლობების გააქტიურების შესახებ.

 აღსანიშნავია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მსგავსი მასშტაბური შეხვედრა ბიზნესსა და მთავრობას შორის გასული წლის ნოემბერშიც შედგა, როდესაც ბიზნეს-სექტორი გაეცნო „მოდერნიზაციისადადასაქმებისთვისმთავრობის10-პუნქტიან სტრატეგიულგეგმას“.

ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნესის უფრო დინამიურად განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.