კახა ბაინდურაშვილის საქმიანი ვიზიტი ლიბანში

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი განაგრძობს საქმიან შეხვედრებს საზღვარგარეთ, რომელთა მიზანია, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნის მიმართ ინვესტორთა ინტერესების გაზრდა.

მიმდინარე წლის 20-25 იანვარს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქში საქმიან შეხვედრებს მართავს. ვიზიტის მიზანია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ორი ქვეყნის ბიზნეს-საზოგადოებას შორის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვისა და კერძო სეტორებს შორის ურთიერთობის გაზრდით დაინტერესებულია ლიბანის მხარეც. მათი ინტერესის სფეროში შედის ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, მომსახურების სფერო და ა.შ

ბეირუთში დაგეგმილი შეხვედრების დროს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში არსებულ ბიზნესკლიმატზე, გატარებულ ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ რეფორმებზე, საქართველოს მიერ სარეიტინგომაჩვენებლების გაუმჯობესების  ტენდენციაზე.

დღეს კახა ბაინდურაშვილი ბეირუთში  ხვდება ლიბანკის უდიდესი ბანკის - Bank Audi-ის თავმჯდომარეს, რეიმონ აუდის. 24 იანვარს დაგეგმილია მოლაპარაკებები პარლამენტის სპიკერის წარმომადგენელთან. 25 იანვარს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი შეხვდება კონცერნ M1 Group-ის  აღმასრულებელ დირექტორს ჯო ისსა-ელ-ხურის. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კახა ბაინურაშვილის შეხვედრები ლიბანისა და არაბული ქვეყნების სავაჭრო პალატებთან, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროებში.