საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია

 

დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გააკეთებს საქართველოს მთავრობის „ათპუნქტიანი გეგმა მოდერნიზაციისა და დასაქმებისთვის“ პრეზენტაციას. გეგმა ითვალისწინებს 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლების დაძლევის მთავრობის ერთიან სტრატეგიას.

პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის სიტყვით გამოსვლაც.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ელ მისამართზე: m.khoperia@gcci.ge