სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მალაიზიის ელჩს შეხვდა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი მალაიზიის ელჩს ჩუა ტეონგ ბანს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობაზე.
განიხილეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობა მალაიზიაში.
