საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი თბილისში

 

27 ოქტომბერს დაიწყო უკრაინის სამთავრობო დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ვიცე-პრემიერ-მინისტრის სერგეი ტიგიპკოს ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედის უკრაინის 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი რომელთა მიზანია, საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის დამყარება.

ვიზიტის ფარგლებში სერგეი ტიგიპკო გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებთან. 28 ოქტომბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დაგეგმილია საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი, რომელსაც ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრი სერგეი ტიგიპკო, ხოლო ფურუმის მოდერატორი იქნება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი. 

როგორც ფორუმზე, ასევე ორმხრივ შეხვდრებზე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ სექტორების მიხედვით შეხვდნენ და მოლაპარაკება გამართონ პოტენციურ  პარტნიორებთან. უკრაინელი ბიზნესმენების ინტერესის სფეროს საქართველოში წარმოადგენს: სოფლის მეურნეობა (რძის პროდუქტების წარმოება და ექსპორტი, ღვინის წარმოება), საფინანსო, ტელეკომუნიკაციის, ტურიზმის, ვაჭრობის, სამშენებლო, ენერგეტიკა, ფარმაცეპტული, ნავთობპროდუქტებისა და მანქანათმშენებლობის სექტორები.

უკრაინის დელეგაცია საქართველოს 29 ოქტომბერს დატოვებს.