საქართველოსსავაჭრო-სამრეწველოპალატისორგანიზაციული სტრუქტურა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პალატის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საქართველოში პალატების სისტემას და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ანიჭებს საკანონმდებლო სფეროში საქმიანობის უფლებას, ისეთს, როგორიცაა: კანონპროექტების შედგენა, კანონებში ცვლილებების შეტანა და ა.შ.
საერთო კრება შედგება ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოწვეული 150 ბიზნესმენისაგან. ყოველი მათგანი წარადგენს არანაკლებ 10 ბიზნესმენს შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან. საერთო კრება ირჩევს პრეზიდენტს, ამტკიცებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებას და ცვლილებებს შესაბამის კანონმდებლობაში.
საქართველოსსავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო განსაზღვრავს პალატის პოლიტიკას, ამტკიცებს მის ვალდებულებებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება 4 წლის ვადით.
პრეზიდენტი ნიშნავს ვიცე-პრეზიდენტებს და უცხოურ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ საწყისებზე.
გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისებზე და ინიშნება პალატის პრეზიდენტის მიერ.
უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია ბიზნესთან (B2B) და საერთაშორისო ურთიერთობებზე და ინიშნება პალატის პრეზიდენტის მიერ.
საქართველოში არის 7 რეგიონალური პალატა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო აფუძნებს რეგიონალურ პალატებს, ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნიშნავს რეგიონალური პალატების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გააჩნია რამოდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის, საგამოფენო ცენტრი, გამომცემლობა, ექსპერტიზის კომპანია, შტრიხკოდების მინიჭების კომპანია და ა.შ..
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ კერძო კომპანიების დაფუძნების შესახებ.
