პალატის მმართველობითი ორგანოები

საერთო კრება

 

პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

საერთო კრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ლეგიტიმაციის მთავარი წყაროა. დელეგატების შერჩევის პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოფილია საქართველოს ყველა ადმინისტრაციული რაიონის მონაწილეობა. საერთო კრების დელეგატები აირჩევიან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად. პალატის საერთო კრება შედგება: თითოეული რაიონიდან 2, თვით მმართველი ქალაქიდან 4 და ქ.თბილისიდან 10 დელეგატისგან. ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიურირეს პუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქიდან საერთო კრებაზე ორ-ორიდელეგატი.

დელეგატად არჩეულად ჩაითვლება ის პიროვნება, რომელიც პირველი წარმოადგენს არანაკლებ 10  მეწარმე სუბიექტის ხელმოწერას. საერთო კრების დელეგატები აირჩევიან 4 წლის ვადით.

საერთოკრება:

  • ამტკიცებს პალატის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;
  • ირჩევს პრეზიდენტს ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით;
  • ისმენს და ამტკიცებს საბჭოს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ;
  • განიხილავს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ წინადადებებს, საკითხებსა და პრობლემებს და სხვა.      

 

პალატის  საბჭო

               

საბჭო არის პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანო, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიაზე.

საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.პალატის საბჭოს მოწყობის პრინციპი უზრუნველყოფს პალატის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაში საქართველოს მთლიანი ბიზნეს სექტორის ჩართულობას ბიზნეს გაერთიანებების საშუალებით და წარმოადგენს კოორდინაციისა და დიალოგის ეფექტურ პლატფორმას. პალატის საბჭო ამჟამად აერთიანებს 24  სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებას ზოგადი სახის ასოციაციებიდან, სექტორულ გაერთიანებებამდე.  

 

 

საბჭოს წევრები:

 

  • კახა ბაინდურაშვილი - საბჭოს თავმჯდომარე - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
  • კახა კოხრეიძე - პრეზიდენტი - მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაცია;
  • ზურაბ გვასალია - პრეზიდენტი - საქართველოს ბანკების ასოციაცია;
  • თენგიზ სვანიძე - პრეზიდენტი - საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია;
  • ბექა გონაშვილი - თავმჯდომარე - საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია:
  • ირაკლი ბაიდაშვილი - ვიცე-პრეზიდენტი - ამერიკის სავაჭრო პალატა;
  • ჯემალ ინაიშვილი - წევრი - საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია;
  • ვახტანგ იობაშვილი - თავმჯდომარის მოადგილე - ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირი;
  • გიორგი კეპაშვილი - პრეზიდენტი - საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანება "ქართული ფუტკარი";
  • ირინა კვახაძე - აღმ.დირექტორის მოადგილე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია;
  • მიხეილ მიქელაძე - პრეზიდენტი - საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია;
  • ირაკლი როსტომაშვილი - პრეზიდენტი - საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია;
  • ანა მიქაძე-ჩიკვაიძე - დამფუძნებელი - ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდი;
  • მიხეილ ხუნდაძე - წევრი - ასოციაცია "ქართული ღვინო";
  • საბა კიკნაძე - დამფუძნებელი - საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია;
  • ალექსანდრე ეჯიბაძე - გამგეიბის თავმჯდომარე - საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი;
  • ჯაბა მუჯირი - პრეზიდენტი - საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია;
  • ნატალი ბარნაბიშვილი - აღმასრულებელი დირექტორი - საქართველოს გიდების ასოციაცია;
  • არჩილ ბაკურაძე - გენერალური დირექტორი - საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და  მხარდაჭერის ასოციაცია;
  • ნინო ზამბახიძე - თავმჯდომარე - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
  • ქეთევან მელაძე - თავმჯდომარე - საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია;
  • დევი ხეჩინაშვილი - გამგეობის თავმჯდომარე - საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია.