მიმოხილვა

მოტო: ჩვენი ბიზნესი თქვენი წარმატებაა

 

მისია:

 

  • ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაღვივოთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესის არსებობას, ენერგიას და განვითარებას.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბაზრო ეკონომიკის განვითარება, რომელშიც მინიმუმამდეა შემცირებული სახელმწიფოს ჩარევა.

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაარსდა 1960 წელს. ის აერთიანებს რეგიონალურ პალატებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ბიზნესის განვითარებას. პალატა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, იგი შექმნილია და მუშაობის სპეციალური კანონის „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ მიხედვით. პალატა გახლავთ დამოუკიდებელი, გაერთიანების საფუძველზე არსებული არა-მომგებიანი ორგანიზაცია. პალატის პრეზიდენტი აირჩევა საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით.

 

პალატის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების ინტერესების წარმოადგენა და დაცვა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. პალატა სისტემატიურ დიალოგს აწარმოებს მის წევრებს შორის, იმუშავებს ბიზნესის სისტემურ შეხედულებებს და ავრცელებს შესაბამის პარტნიორებში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ კანონი საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის შესახებ.  


საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის წესდება.