სიახლეები

პალატამ პორტუგალიურ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა პორტუგალიაში, მესამე საერთაშორისო ბიზნეს-შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 2017 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ლისაბონში გაიმართა. 

ბიზნეს-შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიის (Portuguese Industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)) სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და  პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ბიზნეს-კონფედერაციას (Business Confederation of the CPLP (CE-CPLP)) შორის.  

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ასევე ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელ პირებს შორის. 

გაფორმებული დოკუმენტი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ერთგვარი გარანტიაა. ეს კოოპერაცია ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გამყარებას. ასევე,   ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 

14.12.2017

ვალუტის კურსი

USD
2.5117
Eur
3.0751
GBP
3.5026
კონტაქტი